пятница, 14 ноября 2008 г.

ნიკოფსიიდან-დარუბანდამდე


პროექტის სახელი: ნიკოფსიიდან-დარუბანდამდე
პროექტის მოკლე აღწერა:
მოსწავლეები ისტორიულ, არქეოლოგიურ, წერილობით, დოკუმენტურ, ეპიგრაფიკულ, ნუმიზმატიკურ და სხვა წყაროეებზე დაყრდნობით გამოიკვლევენ საქართველოს ისტორიულ ტერიტორიული საზღვრების ცვალებადობას.
პროექტის სრული აღწერა:
პროექტის მონაწილეები მოიძიებენ სხვადასხვა წაყაროებსა და მასალებს ქართველი ერის წარმოშობა, ეთნოგენეზისა და განსახლების შესახებ, უძველესი დროიდან დღემდე
გამოიკვლევენ:
დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ქართველური მოდგმის ტომების წარმოშობის ისტორიას.
სად, როდის, რომელ ტომთა გაერთიანებათა შედეგად წარმოიშვა უძველესი ქართული ადრეკლასრობლივი სახელმწიფოები (დიაოხი, კოლხა).
რა ტერიტორიებს მოიცავდა მათი განსახლების არეალი.
რომელი სახელმწიფოები ესაზღვრებოდნენ მათ.
რა ურთიერთობა ჰქონდათ ქართველურ ტომებს მათ მეზობლად მოსახლე ტომთა გაერთიანებებთან.
რა როლი ითამაშა საქართველოს ტერიტორიულ საზღვრების ფიორმირებაში ბუნებრივ – გეოგრაფიულმა გარემომ
როდის და რა გარემოებებში იცვლებოდა საქართველოს ისტორიული საზღვრები.
რა ფაქტები და მოვლენები განაპირობებდნენ ამ ცვლილებებს.
რომელმა ქართველმა მეფეებმა შეცვალეს საქართველოს პოლიტიკური რუკა, როდის და რომელ ეპოქაში.
როდის და რა მიზნით დაკარგა საქართველომ თავისი ძირძველი, ისტორიული ტერიტორიები (ტაო – კლარჯეთი, საინგილო, აფხაზეთი, სამაჩაბლო და სხვა. )
რომელი ქვეყნის ტერიტორიული ერთეულები არიან დღეს ზემოთ ჩამოთვლილი მხარეები ?
როგორ იცვლებოდა საქართველოს ტერიტორიული საზღვრები XX – XXI სს-ში. ცვლილებების გამომწვევი მიზეზები და საბოლოო შედეგი.
საქართველო და სსრკ.
საქართველო თანამედროვე პოლიტიკურ რუკაზე.

მონაწილეთა ასაკი / კლასები:
12-14, 16-19, VII – XI – XII
ვადები / ხანგრძლივობა:
3თვე (ნებისმიერი სამი თვე სასწავლო წლის განმავლობაში)
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:

კლასებში ჩაატარებენ გუნდურ წერას თემაზე: ნიკოფსიიდან დარუბანდამდე
დაწერენ საქართველოს ისტორიული წარსულის მოკლე მიმოხილვას.
გაეცნობიან შესაბამის მხატვრულ ლიტერატურას
გამოიკვლევენ, წერილობით, დოკუმენტურ, არქეოლოგიურ, ეპიგრაფიულ და ნუმიზმატიკურ წყაროებს
შექმნიან თემატურ და პოლიტიკურ რუკებს საქართველოს საზღვრების დადგენით უძველესი დროიდან დღემდე.
კომპიუტერის გამოყენებით, შექმნიან სლაიდ – შოუს, სადაც წარმოადგენენ რუკების ტიპებს.
მოსალოდნელი შედეგი / პროდუქტი:
ისტორიული თხზულება, ბუნებრივ – გეოგრაფიუკლი გარემოს კვლევა, თემატური და პოლიტიკური რუკები, გუნდური ნაშრომი თემაზე: ნიკოფსიიდან – დარუბანდამდე; სლაიდ-შოუ, პრეზენტაცია, საიტი, ბლოგი.

სარგებელი სხვებისთვის:
ზემოთჩამოთვლილი აქტივობების გამოყენებოთა და განხორციელებით უკეთ შეისწავლიან საქართველოს ისტორიას.
აუმაღლდებათ პატრიოტული სულისკვეთება
გაუჩნდებათ სიამაყის გრძნობა საქართველოს სიდიადის, ძლევამოსილებისა და სახელოვანი ისტორიული წარსულის გამო.
ისარგებლებენ თემატური და პოლიტიკური rუკებით, სლაიდ – შოუთი და სხვა.

სამუშაო ენა:
ქართული

საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ისტორია (ისტორიული მასალის კვლევა – ძიება, წყაროთა გამოყენება და შეჯერება)
გეოგრაფია (თემატური და პოლიტიკური რუკების შექმნა, ადგილმდებარეობის განსაზღვრა მსოფლიო რუკაზე, საზღვრების მოხაზვა და სხვა).
ლიტერატურა (მხატვრული ლიტერატურის გაცნობა. კომუნიკაციის უნარი: წერა, კითხვა, პრეზენტაცია, მსჯელობა, ანალიზის გაკეთების უნარი და სხვა)
სამართალი ( რა სამართლებრივი ნორმების დარღვევებთან და უკანონო ქმედებებთან იყო დაკავშირებული საქ-ოს ძირძველი ტერიტორიების ჩამოჭრა განსხვისება.

მონაწილეები სხვა სკოლებიდან :
ქ. თბილისის 168-ე საჯარო სკოლა
პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: irasiradze@gmail.com
პროექტის ვებ – გვერდი:http://kolgheti.blogpost.com
პროექტის ფორუმი: დისკუსია iearn- ზე ნიკოფსიიდან – დარუბანდამდე